აჭარაში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ორ მილიონ ლარს აღწევს

აჭარაში სტიქიის შედეგად ზარალის ოდენობა, ხუთ მუნიციპალიტეტში, 2 მილიონ ლარს აღწევს.

სტიქიის სალიკვიდაციო კომისიის მონაცემებით 1 მილიონ 900 ათასი ლარის ინფრასტრუქტურის აღდგენას ჭირდება, ხოლო ასიათასი სხვა ტიპის ზიანის ასანაზღაურებლადაა საჭირო.

პარალელურად მიმდინარეობს გეოლოგიური კვლევები იმ ტერიტორიებზე, სადაც რამდენიმე ათეული ოჯახის სახლებიდან გამოყვანა გახდა აუცილებელი.

ამ დროისთვის ქობულეთში გამოსახლებულია შვიდი, ხოლო ხელვაჩაურში ერთი ოჯახი. სალიკვიდაციო კომისიის წევრი რამაზ ჯინჭარაძე აცხადებს, რომ გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ხიდების მშენებლობისა და გზების რეაბილიტაციას აჭარის სარეზერვო ფონდი არ ეყოფა და დახმარებისთვის ცენტრალურ ხელისუფლებას უკვე მიმართეს.
დღეს ქედაში სოფელ ჯალაბაშვილებში აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გარემოს დაცვის სამმართველოს და საგზაო დეპარატმენტის ხელმძღვანელები იმყოფებიან და მიმდინარე სამუშაოებს ეცნობიან.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: ყველა ადამიანი, ვინც „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად მოდის, კვლავ ამ გუნდში ვიქნებით
შემდეგი სტატიაკანონპროექტი, რომელსაც “ისრაელში გაფურჩქვნისპირას მყოფი ფაშიზმის კოკორი” უწოდეს