კანონპროექტი, რომელსაც “ისრაელში გაფურჩქვნისპირას მყოფი ფაშიზმის კოკორი” უწოდეს

2დიდი ხნის დებატების შემდეგ, ისრაელის პარლამენტმა მიიღო კანონი არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც დაფინანსებებს უცხოეთიდან იღებენ. კანონპროექტი მიიღეს იმ მიზნით, რომ უცხოურმა სახელმწიფოებმა ვერ შეძლონ ისრაელის შიდა საქმეებში ჩარევა. ოპოზიციის თქმით, კანონი მთავრობისადმი ოპოზიციურად განწყობილ ორგანიზაციებს მუშაობაში შეუშლის ხელს – “ბიბისი” წერს.

კანონპროექტი მიიღეს 57 ხმით 48-ის წინააღმდეგ.
ის არაკომენციულ ორგანიზაციებს, რომელთა ფინანსების ნახევარზე მეტი უცხოური შემოწირულობაა, ავალდებულებს, ყველა დოკუმენტსა და პუბლიკაციაში დაფინანსების წყალო აღნიშნონ.
აუცილებელია “არ დავუშვათ აბსურდული სიტუაცია, როცა უცხოური სახელმწიფოები ისრაელის შიდა საქმეებში არაკომერციული ორგანიზაციების დაფინანსების გზით ერევა, ჩვენი საზოგადოება კი ამას არც კი ეჭვობს” – ამბობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბინიამინ ნითანიახუ.
ოპოზიციონერმა ისააკ ჰერცოგმა კანონპროექტს “ისრაელში გაფურჩქვნისპირას მყოფი ფაშიზმის კოკორი” უწოდა.

banner
წინა სტატიაშიაჭარაში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ორ მილიონ ლარს აღწევს
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი გადადგომის კონკრეტულ თარიღს ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ დაასახელებს