რაც 7 ნოემბერს მოხდა, ეს იყო დიდი სპეცოპერაცია, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ დაგეგმილი

„რუსთავი 2″ სააკაშვილმა ძალიან ადვილად ჩაიგდო ხელში. ზუსტად ვიცი, როგორ მოატყუეს და იძალადეს აქიმიძეზე, დვალზე და კიწმარიშვილზე. ზუსტად ასე უნდოდა რკინიგზის, ყველაზე დიდი ქართული აქტივის გაცვლა “იმედის” ტელევიზიაში ბადრი პატარკაციშვილისთვის, – ამის შესახებ ლევან გაჩეჩილაძემ განუცხადა.

მან სასამართლოში ვრცლად ისაუბრა და გაიხსენა 7 ნოემბერს მომხდარი დარბევა.

“სასამართლოში ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ ის რაც 7 ნოემბერს მოხდა, ეს იყო დიდი სპეცოპერაცია, დაგეგმილი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ანტიკონსტიტუციური სპეცოპერაცია, მიმართული თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ. ეს იყო ჩემი მთავარი მესიჯი. მეორე მხარეს უნდა „შეკეროს“, რომ ეს პირიქით იყო. ეს არის სრული აბსურდი, ისეთი ზომის ძალადობას ჰქონდა ადგილი.

“რუსთავი 2” სააკაშვილმა ძალიან ადვილად ჩაიგდო ხელში. ზუსტად ვიცი როგორ მოატყუეს და იძალადეს აქიმიძეზე, დვალზე და ეროსიზე. ზუსტად ასე უნდოდა რკინიგზის, ყველაზე დიდი ქართული აქტივის გაცვლა “იმედის” ტელევიზიაში ბადრი პატარკაციშვილისთვის. ეს რომ არ გამოუვიდა, ადგა და გასცა ბრძანება იქ შევარდნის და ამ ტელევიზიის წართმევის”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია უმრავლესობას – ამდენს იმიტომ ბედავთ, რომ ბევრნი ხართ? ეს არის თქვენი წესი?
შემდეგი სტატიანიკა მელიას დარბაზში დასაბრუნებელი დერეფნის კარი ჩაუკეტეს (+ვიდეო)