“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერები შს მინისტრს შეხვდებიან

ხელისუფლებას და მმართველ კოალიციას შეუძლია გათელოს ყველა ინსტიტუტი

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერები უახლოეს პერიოდში შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან შეხვედრას გამართავენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა, სადაც პარტიის ლიდერ ირაკლი ალასანიასთან ერთად ალექსი პეტრიაშვილის მოსანახულებლად იმყოფებოდა.

მისი თქმით, შეხვედრის ზუსტი დრო ამ დროისთვის უცნობია.

“გუშინ შედგა სატელეფონო საუბარი ირაკლი ალასანიასა და პრემიერს შორის. ეს საუბარი იყო დამაიმედებელი, შესაძლო,ა გამოძიებას უკვე აქვს დამატებითი ინფორმაცია ამ დანაშაულთან მიმართებაში. ჩვენ გვექნება შს მინისტრთან უახლოეს პერიოდში შეხვდრა. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში გამოძიება წინ წავა და რეალური კვალი იქნება თუ ვინ ჩაიდინა ეს ორგანიზებული დანაშაული”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

რაც შეეხება ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩიქოვანის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

“ექიმები საუბრობენ იმაზე, რომ კრიზისულმა ვითარებამ გადაიარა და იმედს ვიტოვებთ, რომ მისი რეაბილიტაციის პერიოდი სწრაფად და ადეკვატურად ჩაივლის”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

14:00 საათისთვის დაგეგმილია კონსილიუმი, რომელზეც ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იმსჯელებენ. ექიმები აღნიშნულის გათვალისწინებით მიიღებენ გადაწყვეტილებას პალატაში მის გადაყვანასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაში„ალექსი პეტრიაშვილზე შეიარაღებული თავდასხმა შოკისმომგვრელია“ – ALDE
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: ქვეყანაში უმძიმესი კრიმინალური ვითარებაა