გია ვოლსკი: რასაკვირველია, საქართველოს საერთაშორისო იმიჯისთვის არ არის სასურველი, როდესაც ადამიანს ქუჩაში ესვრიან

საქართველოს საერთაშორისო იმიჯისთვის, რასაკვირველია, არ არის სასურველი, როდესაც ადამიანს ქუჩაში ესვრიან, – ამის შესახებ საპარლამეტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ,,თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარი თავდასხმისას იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, იმოქმედებს თუ არა ეს შემთხვევა საქართველოს იმიჯზე საერთაშორისო ასპარეზზე.

“საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე რასაკვირველია, არ არის სასურველი, როდესაც ადამიანს ქუჩაში ესვრიან, იქნება ეს პოლიტიკური ლიდერი, თუ ჩვეულებრივი ადამიანი, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს. ასე, რომ მუხლი, ან კვალიფიკაცია როგორ შეიცვლება, საერთაშორისო თემასთან მე ამის კავშირს მაინცდამაინც ვერ ვხედავ, თუმცა მოხდა ძალიან მძიმე დანაშაული და მასთან დაკავშირებით, რასაკვირველია, მოთხოვნაც უნდა შესრულდეს და საუბარიც საჭიროა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება ,,თავისუფალი დემოკრატების” მოთხოვნას მკვლელობის მცდელობის მუხლის გადაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ამ თემაზე გადაწვეტილების მისაღებად უფრო მეტი კვალიფიკაციაა საჭირო, ვიდრე მისი განცხადება.

banner
წინა სტატიაში“საქართველოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით, ესპანეთის გადაწყვეტილება მისასალმებელია”
შემდეგი სტატიაგიორგი აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაამტკიცოს