“საქართველოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით, ესპანეთის გადაწყვეტილება მისასალმებელია”

ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრი, ხოსე მანუელ გარსია-მარგაიო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ მხარეებმა განცხადებები გააკეთეს. ხოსე მანუელ გარსია-მარგაიოს თქმით, ესპანეთი, რეგიონული ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით, საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფუნქციით არის დაინტერესებული. ასევე, ესპანეთი საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია, მათ შორის, ევროკავშირთან ვიზისლიბერალიზაციის პროცესში. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და დადებითად შეაფასეს პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა სფეროებში პარტნიორობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისასალმებელია ესპანეთის სამეფოს პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი – თბილისში საქმეთა დროებითი რწმუნებულის დანიშვნა. ესპანეთის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

banner
წინა სტატიაშილევან ვასაძე: არ დავუშვათ სკოლებში იმ საგნის შეტანა, რომლის სახელწოდებაა “მე და საზოგადოება”
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი: რასაკვირველია, საქართველოს საერთაშორისო იმიჯისთვის არ არის სასურველი, როდესაც ადამიანს ქუჩაში ესვრიან