74 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან – ომში დაღუპულთა ხსოვნას მთავრობის წევრებმა პატივი მიაგეს

74 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან – ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს მთავრობის წევრებმა. ვაკის პარკში იმყოფებოდნენ პრემიერი და თბილისის მერი. ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს დეპუტატებმაც.

„საქართველომ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო ამ ომში. 100 ათასობით ქართველი გმირულად დაეცა ამ ომში და მინდა ქედი მოვიხარო მათ წინაშე. მსურს განსაკუთრებით ეს დღე მივულოცო ომის ვეტერანებს, მათ ოჯახებს, ვუსურვო მათ ჯანმრთელობა, ბედნიერება და ყველაფერი საუკეთესო,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მეორე მსოფლიო ომი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო. მას 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ომმა უდიდესი ზარალი მიაყენა საქართველოს. მარტო ჩვენი ქვეყნიდან სამხედრო სამსახურში 700 ათასზე მეტი ადამიანი გაიწვიეს, აქედან 300 ათასი დაიღუპა ან უგზოუკვლოდ დაიკარგა.

banner
წინა სტატიაშიმოძრაობა”რუსეთი ოკუპანტია” “უკვდავთა პოლკის” მსვლელობას აპროტესტებს
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე მაჩალიკაშვილის საქმეზე – თუ ასეთი მძიმე უბედურება აიცილა თავიდან სახელმწიფომ, რატომ არ დგამს შესაბამის ნაბიჯებს