დავით ბაქრაძე მაჩალიკაშვილის საქმეზე – თუ ასეთი მძიმე უბედურება აიცილა თავიდან სახელმწიფომ, რატომ არ დგამს შესაბამის ნაბიჯებს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 9, 2019 10:36

დავით ბაქრაძე მაჩალიკაშვილის საქმეზე – თუ ასეთი მძიმე უბედურება აიცილა თავიდან სახელმწიფომ, რატომ არ დგამს შესაბამის ნაბიჯებს

რაც არ უნდა ჩაიდინოს მალხაზ მაჩალიკაშვილმა, ეს არ ამართლებს სახელმწიფოს იმ სპეცოპერაციის შემთხვევაში, რომელსაც მისი შვილის დაღუპვა მოჰყვა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთა ლიდერმა, დეპუტატმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას.

ამასთან, ბაქრაძის შეფასებით, ცალსახად, ტერორიზმი და ადამიანების ლიკვიდაცია-მკვლელობა უმძიმესი დანაშაულია, რომელზეც სახელმწიფომ და ხელისუფლებამ უნდა გადადგეს შესაბამისი ნაბიჯები.

„ასევე ცალსახად მინდა აღვნიშნო, რაც არ უნდა ჩაიდინოს მალხაზ მაჩალიკაშვილმა, ეს არ ამართლებს სახელმწიფოს იმ სპეცოპერაციის შემთხვევაში, რომელსაც მოჰყვა მისი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვა. აუცილებელია, ჩატარდეს სრულფასოვანი გამოძიება და პასუხი გაეცეს იმას, რა მოხდა პანკისში. მეორე მხრივ, სრულიად ბუნებრივ კითხვებს აჩენს, თუ ასეთი მძიმე უბედურება აიცილა თავიდან სახელმწიფომ, რატომ არ დგამს შესაბამის ნაბიჯებს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეში ბევრი კითხვის ნიშანია.

„ვფიქრობ ხელისუფლებას მოუწევს ამ საქმეში ძალიან ყურადღებით და ფრთხილად მოქცევა, რათა დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ის მოქმედებს სამართლიანად და კანონის შესაბამისად“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 9, 2019 10:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,551
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics