7 ნოემბრის და „იმედის“ დარბევის საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის პროცესზე „ტელეიმედის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ბიძინა ბარათაშვილი იკითხება

7 ნოემბრის და ტელეკომპანია „იმედის“ საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესზე „ტელეიმედის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ბიძინა ბარათაშვილი იკითხება. ბარათაშვილის თქმით, სპეცრაზმელების გარდა ტელევიზიაში მაშინდელი მაღალჩინოსნებიც, მათ შორის სოსო თოფურიძეც იყო, რომელიც ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ.

ბარათაშვილმა დარბევამდე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა, თუ როგორ არ აძლევდნენ ჟურნალისტებს კომენტარს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები და იყვნენ ბოიკოტის რეჟიმში, გაიხსენა „იმედის“ კრიტიკული სიუჟეტებიც მაშინდელ ხელისუფლებაზე. ასევე გაიხსენა ლონდონში პატარკაციშვილთან შეხვედრა, სადაც პატარკაციშვილმა მათ უთხრა, რომ მაშინდელი ხელისუფლება „იმედის“ რკინიგზაში გაცვლის საკითხს განიხილავდა. მოწმის თქმით, პატარკაციშვილს ბარათაშვილის და მისი თანამოაზრეების პოზიცია აინტერესებდა.

„რაღაცა ეტაპიდან ხელისუფლებამ შეწყვიტა მონაწილეობა, კომენტარს არ აძლევდნენ ჟურნალისტებს მიაჩნდათ, რომ „იმედი“ არ იყო ობიექტური, ფაქტობრივად ურთიერთობა გაწყვეტილი იყო. ხელისუფლება აპირებდა შეძენას. ვიცოდით, რომ არსებობდა მოლაპარაკება, უნდა გაცვლილიყო „იმედი“ რკინიგზაში, იყო მოლაპარაკებები მაგრამ მე არ დავსწრებივარ. ლონდონში ამ იდეაზე აზრი გვკითხა, ვუპასუხეთ, რომ გასხვისება არ იქნებოდა სწორი. მიიღო ჩვენი პოზიცია და არ გაუსხვისებია. 2007 წელს შემოვიდა სპეცრაზმი, დაამტვრია აპარატურა, ერთი ღილაკით ითიშება, არ იყო საჭირო დამტვრევა. ადამიანი მეუბნებოდა, რომ მე უნდა გამიხვრიტოს შუბლი. სადაა ეს ადამიანი, გამოჩნდეს და ბოდიში მაინც მოიხადოს. ეს იყო დასჯითი ოპერაცია, რომელიც ითვალისწინებდა, რომ აპარატურა უნდა განადგურებულიყო“, – განაცხადა ბარათაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თამარ კორძაიას განცხადება ემსახურება იმას, რომ როგორმე 5 ნომრის სიაში მოხვდეს
შემდეგი სტატიამადლობა, ნიკა, ამ სიჯიუტისთვის, განსაკუთრებით, გუშინდელი, შენებური, თავდაჯერებული გამარჯვების გოლისთვის – ნანა ცქვიტარია ნიკა კვეკვესკირზე