“7 ნოემბერს საჯარისო ნაწილები მომიტინგეების წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით გამოიყენეს”

გენშტაბის ყოფილმა უფროსმა ზაზა გოგავამ დაადასტურა, რომ საჯარისო ნაწილები მომიტინგეების წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით გამოიყენეს, – ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებს 7 ნოემბრის დაა ტელეკომპანია “იმედის” დარვების საქმის განხილვის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ პროცესზე დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

„დღეს დაიკითხა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი ზაზა გოგავა და მისი მოადგილეები. მათ დაადასტურეს რომ პირადად მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით გამოიყენეს საჯარისო ნაწილები მომიტინგეების წინააღმდეგ და ეს გააკეთეს მაშინ, როდესაც არ არსებობდა პარლამენტის თანხმობა და ჯერ არ იყო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა. დადასტურდა დღევანდელ პროცესზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია”, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

მისივე თქმით, სააკაშვილმა დაარღვია კანონი საგანგებო მდგომარეობის შესახებ, კანონი თავდაცვის შესახებ, ფაქტობრივად მან უგულებელყო ყველა კანონი, რომელიც არეგულირებდა ჯარის გამოყენებას და მან ამით ჩაიდინა დანაშაული.

“ეს ქმედება არის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი როგორ შეიძლება გადაამეტოს თანამდებობის პირმა სამსახურებრივ უფლებამოსილებას”, – განაცხადა პროკურორმა.

ბრალდების შუამდგომლობით, დღევანდელი სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდნიარეობდა. პროკურორმა შუამდგომლობის მიზეზად თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების დაკითხვა დაასახელა, რომელთა ჩვენებებიც, მისი თქმით, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველია.

banner
წინა სტატიაშიუკანასკნელი ექვსი წლის მანძილზე თურქეთმა ისრაელში ელჩი პირველად დანიშნა
შემდეგი სტატია(VIDEO) დონალდ ტრამპს პაკისტანელი უწოდეს სახელად დაუდ იბრაჰიმ ხანი