(VIDEO) დონალდ ტრამპს პაკისტანელი უწოდეს სახელად დაუდ იბრაჰიმ ხანი

პაკისტანურმა ტელევიზიამ Neo News სიუჟეტი მოამზადა, სადაც ამტკიცებენ იმას, რომ დონალდ ტრამპი პაკისტანში დაიბადა და მისი სახელია დაუდ იბრაჰიმ ხანი.
ადგილობრივ სოციალურ ქსელებზე დაყრდნობით არხი ავრცელებს, რომ ტრამპი ჩრდილოეთ ვაზირისტანის რაიონში 1964 წლის 14 ივნისს დაიბადა. სიუჟეტის თანახმად, მისი მშობლების ავტოკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ ბავშვი გადამდგარმა ინდოელმა ოფიცერმა ჯერ დიდ ბრიტანეთში წაიყვანა, მოგვიანებით, კი ის ამერიკულმა წყვილმა იშვილა ნიუ-იორკიდან. დამამტკიცებელ ნიშნად ტელეკომპანია სიუჟეტს ბავშვის ფოტოს ურთავს, რომელიც ტრამპს გავს.
აღმოჩნდა, რომ ფოტო 2010 წელს ავღანეთშია გადაღებული ფოტოგრაფ მასუდ ხოსაინის მიერ.

დონალდ ტრამპმა თავისი დაბადების მოწმობის დემონსტრირება 2013 წელს კომიკოს ბილ მაერის შოუში მოახდინა. იქ მითითებული იყო, რომ მილიარდელი ნიუ-იორკში დაიბადა.

https://www.youtube.com/watch?v=0f0mjZnumTA

banner
წინა სტატიაში“7 ნოემბერს საჯარისო ნაწილები მომიტინგეების წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით გამოიყენეს”
შემდეგი სტატიაასადმა ტრამპთან თანამშრომლობის პირობები დაასახელა