7 ივლისს ჟურნალისტები აქციას გამართავენ

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 5 ივლისს მედიის წარმომადგენელთა დაშავების და მათზე განხორციელებული თავდასხმების აქციას გამართავს. აქცია 7 ივლისს 12:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება.

ქარტა წერს, რომ ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს მიზანმიმართულად თავს დაესხნენ, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუმსხვრიეს ტექნიკა და ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში.

“მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ ჟურნალისტების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანების, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხელშეშლის ფაქტებზე”, – წერენ აქციის ორგანიზატორები.

banner
წინა სტატიაშიშესაძლოა „პისიარ“ ტესტირება საჰაერო გზით შემოსული ტურისტებისთვისაც სავალდებულო გახდეს-რა თქვა გაბუნიამ
შემდეგი სტატია3-დღიანი პატიმრობა აქციაზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს შეეფარდა