ნიკა რურუა: ივანიშვილი ყარაბაზ-ბარაბასივით ათამაშებს ამ თოჯინებს მთავრობაში

საზოგადოებრივი მოძრაობა ივერიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნიკა რურუა, ხელისუფლების მხრიდან გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებას პოლიტიკურ კორუფციას უწოდებს და ამბობს, რომ ამ მოლაპარაკებების უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესები დგას.

ამის შესახებ ნიკა რურუამ გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოშიც და მსოფლიოშიც იციან, გაზპრომი რა არის და რა ფუნქციას ასრულებს ის პუტინის ხელში.

„ეს არის პოლიტიკური და არა ეკონომიკური აქტი. ეს არის გაზპრომის საქართველოს ბაზარზე ყურით მოთრეული შემობრუნება. ეს არის ხელოვნურად შექმნილი მიზანი, რომელსაც კალაძე მარტო ვერ მოიფიქრებდა და მას აქვს დავალება, რომელსაც ასრულებს. თუმცა, ალბათ, არცთუ მთლიანად უანგაროდ. ამაში მონაწილეობს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ყარაბაზ-ბარაბასივით ათამაშებს ამ თოჯინებს მთავრობაში,“ – აცხადებს ნიკა რურუა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ეს არის მთავრობის ენერგოპოლიტიკის კრახი
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: აზერბაიჯანმა ყოველგვარი რეკორდი მოხსნა არასწორი პოლიტიკის გატარებით