რომან გოცირიძე: ეს არის მთავრობის ენერგოპოლიტიკის კრახი

news
ავტ.: news იანვარი 19, 2016 23:14

რომან გოცირიძე: ეს არის მთავრობის ენერგოპოლიტიკის კრახი

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებებში ხელისუფლების მხრიდან დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს და ამბობს, რომ ქართული ოცნების მთავრობას ენერგეტიკის სფეროში არაფერი შეუქმნია, რასაც დღევანდელი ხელისუფლების „უგუნურ პოლიტიკას“ უწოდებს.

„ეს არის მთავრობის ენერგოპოლიტიკის კრახი. მთავრობამ თავისი უგუნური ენერგეტიკული პოლიტიკით და თავისი უგუნური საარჩევნო დაპირებების ვითომ შესრულებით გამოდის, რომ მთელი ენერგოინდუსტრია ზრდის ვალდებულებებისგან გათავისუფლა. არავის არაფერი შეუქმნია ქართულ ენერგეტიკაში. ეს ამ ხელისუფლების ენერგეტიკული პოლიტიკის ხარვეზებს აჩენს,“ – აცხადებს რომან გოცირიძე.

მისი თქმით, ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგად გაზპრომის წილი ქართულ ბაზარზე 20%-მდე გაიზარდა მაშინ, როცა 2014 წელს ეს მხოლოდ 14% იყო.

რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ეს რუსეთის ხელში ძალიან ძლიერი შანტაჟის საშუალების ჩაგდებას ნიშნავს

news
ავტ.: news იანვარი 19, 2016 23:14