საქართველო აზერბაიჯანის ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხი შესაძლოა დღეს გადაწყდეს

SOCAR Energy ჯორჯიას გენერალური დირექტორი

საქართველო აზერბაიჯანის ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხი შესაძლოა დღეს გადაწყდეს. თბილისში იმყოფება ენერგო კომპანია სოკარის წარმომადგენელი – სოკარ საქართველოს ხელმძღვანელი მაჰირ მამედოვი. დღეს ის ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს – პრემიერ მინისტრს და ენერგეტიკის მინისტრს შეხვდება.

სჭირდება თუ არა საქართველოს დამატებითი ბუნებრივი აირის ისეთი რაოდენობა რომლითაც აზერბაიჯანი ვერ მოგვამარაგებს? და საჭიროა თუ არა დამატებითი რესურსების შეძენა გაზპრომისგან? ზაჰირ მამედოვის წინასწარი განცხადებით აზერბაიჯანულ კომპანიას გაზის მოწოდების მხრივ პრობლემები არ აქვს.

“სამწუხაროდ ჩემთვის არ არის ცნობილი დეტალები. ვერ გეტყვით ვერაფერს ბატონ კახის და ენერგეტიკის სამინისტროს უნდა გაესაუბროთ. მოლაპარაკებებში მე არ ვარ ჩართული,”- განაცხადა პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი “გაზპრომის” საკითხზე საკომიტეტო მოსმენის გამართვის მიზანშეწონილობაზე იმსჯელებ
შემდეგი სტატია“გაზპრომთან მოლაპარაკებები იქნება და ყოველთვის იყო,”- მანანა კობახიძე