თელავში პოლიციის შენობის ეზოში სამართალდამცავი მოკლეს

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

თელავში, პოლიციის შენობის ეზოში სამართალდამცავი მოკლეს. დაჭრილია ერთი პოლიციელი. ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც ცნობილია, პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს. პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით თელავში ერთი პირი უკვე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19 109-ე მუხლებით დაიწყო, რაც შესაბამისად, განზრახ მკვლელობას და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
შემთხვევა თელავის პოლიციის შენობის ეზოში ცოტა ხნის წინ მოხდა. მოქალაქემ პოლიციელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მოკლა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ქალბატონი ნინო უფრო მეტად გაძლიერდეს
შემდეგი სტატია“ვინმე მეტრეველი შევარდა შენობაში და დაჭრა პატრული გოგონა” – პოლიციელის მკვლელობის დეტალები