5 პრემიერი და 5 პარლამენტის თავჯდომარე 9 წელიწადში, რა სტაბილურობაზეა საუბარი – ხაზარაძე

“5 პრემიერი, 5 პარლამენტის თავჯდომარე 9 წელიწადში. რა სტაბილურობაზეა საუბარი, რა საგარეო ურთიერთობაზე, რა ეკონომიკურ პროგრამებზე, რა ინვესტიციაზე და რა სამუშაო ადგილებზე? რა ნიშნით ინიშნებიან, რის გამო თავისუფლდებიან? სად არის პროგრამა, სად არის ანგარიში? სად არის პასუხისმგებლობა?არაფერი ასეთი!

ასე ხდება მხოლოდ ისეთ ქვეყანაში, რომელშიც თავისუფლების გემო დავიწყებულია, რომელშიც ხმები იყიდება, რომელშიც სამართლიანი მართლმსაჯულება არ არსებობს, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოება დუმს, რომელშიც ქვეყნის თითქმის ყველა ინსტიტუცია მიტაცებულია ერთი კაცის მიერ…

ბრძოლა გრძელდება! ბრძოლა ამ მარაზმის დასამთავრებლად და ნამდვილი ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ასაშენებლად”,- წერს “ლელო-საქართველოსთვის” დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშიდოლიძე – კუჭავა დასაჯეს, რადიკალური პაპუაშვილის დასმა კობახიძის გაგრძელებაა
შემდეგი სტატიაირაკლი ხმალაძე: ზონალურ-საათობრივი პარკირების დღეს არსებული ყველა შესაძლებლობა და ფასი უცვლელი დარჩება