5 ივლისის აქციაზე ნაცემი ჟურნალისტების ნაწილი გამოკითხვაზე დაიბარეს

დღეს, დიღმის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე დაბარებულები არიან 5 ივლისს ნაცემი ჟურნალისტები. ცოტა ხნის წინ, სამმართველო დატოვა “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტმა დათო ქორიძემ, რომელიც დღეს დაზარალებულად ცნეს.

როგორც “ფორმულას” ჟურნალისტი რატი წვერავა ამბობს, 5 ივლისს მასზე განხორციელებულ ძალადობაზე ბრძანების გამცემი “ალტ ინფოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურა მახარაძე იყო.

“გამომძიებლებს ვუთხარი, რომ ერთ-ერთი პირი, რომელიც გასცემდა ჩემზე ძალადობის დავალებებს და ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ უნდა ვეცემე იყო სწორედ ზურა მახარაძე. ეს ინფორმაცია არის გამოკითხვის ოქმშიც”, – ამბობს წვერავა.

 

banner
წინა სტატიაშიმედიის წარმომადგენლებმა „ალტ ინფოს“ საქმიანობის დასადგენად გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს
შემდეგი სტატიამთავრობამ ბანაკის ტიპის შეკრებები აკრძალა – ზურა ჯაფარიძე ყრილობის გამართვას გეგმავს