მთავრობამ ბანაკის ტიპის შეკრებები აკრძალა – ზურა ჯაფარიძე ყრილობის გამართვას გეგმავს

მას შემდეგ, რაც მთავრობამ ბანაკის ტიპის შეკრება აკრძალა “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ამ ტიპის პარტიის ყრილობა დააანონსა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა და მსურველები ზემო სვანეთში დაპატიჟა.

პარტია წერს, რომ ბანაკის თემა “მთები და თავისუფლებაა” და ის 26-31 ივლისს გაიმართება.

“გავერთობით, ვილაპარაკებთ, ვიკამათებთ, ვიდებატებთ. დებატებში მე დავიცავ სხვადასხვა იდეოლოგიურ პოზიციებს, ნებისმიერს გარდა კლასიკური ლიბერალიზმისა”, – წერს ზურა ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაში5 ივლისის აქციაზე ნაცემი ჟურნალისტების ნაწილი გამოკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკმა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა დაგანვითარების ცენტრთან ერთად პრო ბონო ვებინარი გამართა