40 წლის ასაკში გახდნენ უკრაინის პატრიოტები, მანამდე იყვნენ პრორუსული საქმის მკეთებლები – კობახიძე პოდოლიაკსა და გონჩარენკოზე

უნდა შევახსენოთ ყველას, ვინ არის პოდოლიაკი, ვინ არის გონჩარენკო, რომლებიც ითხოვენ, საქართველოში ომის გაჩაღებას და ითხოვენ, რომ რუსებმა უნდა დახოცონ ქართველი ქალები და ბავშვები, პირდაპირი ტექსტით ვციტირებ მე მათ განცხადებას – თავმჯდომარე კობახიძის მორიგი თავდასხმა უკრაინის ხელისუფლებასა და უკრაინელ პოლიტიკოსებზე.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარეს კითხვები აქვს უკრაინელი პოლიტიკოსების წარსულზე და მათ პატრიოტიზმშიც ეჭვი ეპარება:

“ჩვენ გვაქვს სერიოზული კითხვის ნიშნები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც 40 წლის ასაკში გახდნენ უკრაინის პატრიოტები და რომლებიც მანამდე გამოირჩეოდნენ პრორუსული განწყობებით და საქმით. მაგალითად, პოდოლიაკი იყო დაახლოებული იანუკოვიჩთან, გონჩარენკო იყო პირდაპირ იანუკოვიჩის პარტიის წევრი და ა.შ. ეს ადამიანები, რომლებიც მანამდე იყვნენ პრორუსული განწყობების და საქმის მკეთებლები, დღეს, 40 წლის ასაკში გახდნენ უკრაინის პატრიოტები” ამბობს კობახიძე.

banner
წინა სტატიაშირუსი ალიგარქები მოიკითხეთ თქვენს ტელევიზიებში – კობახიძე ჟურნალისტებს
შემდეგი სტატიაპოლონეთმა რუსეთიდან გაზის შესყიდვის ხელშეკრულება ნაადრევად შეწყვიტა