რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში ორ სეპარატისტულ რეგიონს ამჟამად კონტროლირებად „საზღვრებში“ აღიარებს

რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობას მათ მიერ ამჟამად კონტროლირებად „საზღვრებში“ აღიარებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ განუცხადა.

„რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობას იმ საზღვრებში აღიარებს, რომლებშიც მათი ხელმძღვანელობა საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებს“, – ამბობს ანდრეი რუდენკო.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა. აღიარებიდან რამდენიმე საათში, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონბასისკენ რუსული სამხედრო ტექნიკა უკვე დაიძრა.

„არავის და არაფრის გვეშინია, არავის არაფერს მივცემთ – ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშიკლინიკა “ვივამედში” პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა
შემდეგი სტატია“მსოფლიომ არ უნდა დაუშვას ისეთი ტრაგიკული მოვლენების განმეორება, რაც უკვე მოხდა 2008 წელს საქართველოში”