“ვინ დაუშვებს, რომ ნებისმიერ პატიმარს, მით უმეტეს მიხეილ სააკაშვილს, რაიმე ისეთი მოუვიდეს, რომ მისი ჯანმრთელობის დაზიანება მთელი მსოფლიოსთვის სალაპარაკო გახდეს”

„ეს ხელისუფლების და იმ სტრუქტურის ხელწერა არ არის, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. სააკაშვილს არავინ არ აწამებს და გასაუპატიურებლად ყავარჯნებით არავინ არ მიადგება. თუ მის ჯანმრთელობას რაიმე დაემუქრა, მე-18 დაწესებულებაში თუ სხვაგან, შესაბამისი დახმარება გაეწევა. ფაქტია, რომ 100-ზე მეტი მნახველი ჰყავდა, ადვოკატები მასთან 60-ჯერ შევიდნენ. ფაქტია, გარკვეულ პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა ფაქტი არ არის, რომ რეალურად შიმშილობს – კარგად გამოიყურება. როდესაც ადამიანი შიმშილობს, ის შიმშილობის მიზეზს უნდა აცხადებდეს. მახსოვს ახალგაზრდა, რომელიც ციხეში შიმშილობდა იმის გამო, რომ ხერხემალი დაუზიანეს, ფიზიკური საშუალება არ ჰქონდა, მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ტუალეტში გასულიყო და არ უნდოდა თავისი სერიოზული პრობლემით თანამესაკნეები შეეწუხებინა. შიმშილობდა, რათა ბუნებრივი მოთხოვნილებები არ გასჩენოდა. ეს იყო ციხე, სადაც რეჟიმი სააკაშვილმა ჩამოაყალიბა. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, მით უმეტეს სააკაშვილის სიცოცხლეს არაფერი ემუქრება და გაცილებით მეტი უფლებით სარგებლობს, რაც სხვა პატიმრებს აქვთ. შიმშილობას არ ჰგავს ის რეალური სიტუაცია რასაც ვხედავთ – მისი აქტივობები, გამოსვლები, ფანჯარაზე შემოხტომები“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

banner
წინა სტატიაშიევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი ევროპის სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის წევრი გახდა
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „იფსოსის“ ვებგვერდზე განთავსებული მონაცემებით, ზუგდიდში მამუკა წოწერია იმარჯვებს, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ კი, არასწორი მონაცემები გაავრცელა