ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი ევროპის სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის წევრი გახდა

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, ევროპის სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის ინსტიტუციური წევრი გახდა.

ინსტიტუციური წევრობის შედეგად, მედიცინის ფაკულტეტის, სტომატოლოგიის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამების სტუდენტებსა და პერსონალს შეუძლიათ ისეთ აქტივობებში მიიღონ მონაწილეობა, როგორებიცაა:

• პან ევროპული სტომატოლოგიური განათლების ქსელის აქტივობა;
• “სტომატოლოგიური განათლების ევროპული ჟურნალი” (ხელმისაწვდომია როგორც სტუდენტებისთვის, ასევე ლექტორებისთვის);
• ორგანიზაციის ყოველწლიურ შეხვედრასა და ღონისძიებებში, (განსაკუთრებული შეღავათებით) მონაწილეობა;
• შესაბამის თემატურ ჯგუფებში, ვორქშოფებსა და სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა;
• აღმასრულებელი კომიტეტისა და სხვა ექსპერტთა პანელების მუშაობასა და გადაწყვეტილებების მიღებაში კონსულტაციის გზით ფაკულტეტს შუძლია მონაწილეობა;

მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის პროგრამის პერსონალი და სტუდენტები, რეგულარულად მიიღებენ სიახლეებს სტომატოლოგიის აკადემიური სფეროს აქტივობების შესახებ, ექნებათ წვდომა საუკეთესო პრაქტიკის გზამკვლევებსა და ხარისხის გაუმჯობესების აქტივობებსა და შესაბამის აკადემიურ რესურსებზე, მონაწილეობას მიიღებენ ევროპის სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის აკადემიურ აქტივობებში;

აღსანიშნავია, რომ ევროპის სტომატოლოგიური განათლების ასოციაცია 1975 წელს დაარსდა, როგორც დამოუკიდებელი, ევროპული ორგანიზაცია, რომელიც სტომატოლოგიის აკადემიურ სფეროსა და სტომატოლოგიური განათლების სპეციალისტებს წარმოადგენს.

დაარსების დღიდან, სტომატოლოგიური განათლების გაუმჯობესებაში, სტომატოლოგიური განათლების სპეციალისტების პროფესიულ წინსვლასა და სტომატოლოგიური სფეროს სპეციალისტთა განათლებისა და ტრენინგის საკითხების კვლევაში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

წინა სტატიაშიჰარცელი: სააკაშვილის საქმეს ყურადღებით ვადევნებთ თვალს
შემდეგი სტატია“ვინ დაუშვებს, რომ ნებისმიერ პატიმარს, მით უმეტეს მიხეილ სააკაშვილს, რაიმე ისეთი მოუვიდეს, რომ მისი ჯანმრთელობის დაზიანება მთელი მსოფლიოსთვის სალაპარაკო გახდეს”