31 დეკემბერს თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირის ნაწილი გადაიკეტება

news
ავტ.: news დეკემბერი 31, 2015 11:31

31 დეკემბერს თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირის ნაწილი გადაიკეტება

შინაგან საქქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირის ნაწილი გადაიკეტება.

“შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 31 დეკემბერს, თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირის ნაწილი გადაიკეტება.

რუსთაველის გამზირზე თავისუფლების მოედნის მიმართულებით ავტომანქანები იმოძრავებენ ჭანტურიას ქუჩის გავლით. კოტე აფხაზის და შალვა დადიანის ქუჩებიდან მოძრაობა ნებადართულია პუშკინის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით. ბარათაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობა ნებადართული იქნება ორბელიანის მოედნიდან თაბუკაშვილის ქუჩის გავლით”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

news
ავტ.: news დეკემბერი 31, 2015 11:31

Google სტატისტიკა


6,269
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics