პრემიერ-მინისტრი თელავში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თელავში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარ სამმართველოსთან მომხდარი ტრაგედიის გამო.

“დიდი ტკივილი მოგვაყენა ორი ქართველი პოლიციელის გარდაცვალებამ. პოლიციის კაპიტანი გელა ლამაზოშვილი და პოლიციის ინსპექტორი მაია ჯავახიშვილი წლების მანძილზე ერთგულად ემსახურებოდნენ საკუთარ ქვეყანას, იცავდნენ მოქალაქეების სიცოცხლეს და უსაფრთხოებას. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

banner
წინა სტატიაშიროგორ შეიცვალა ტურისტული ნაკადები თურქეთში…?
შემდეგი სტატია31 დეკემბერს თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირის ნაწილი გადაიკეტება