“სვანეთში ძირითადი სატყეო ოპერაციები მიმდინარეობს, გამოყოფილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც რეგიონში შემსვლელ სატრანსპორტო საშუალებებს აღრიცხავს”

region
ავტ.: region აგვისტო 12, 2020 12:48

“სვანეთში ძირითადი სატყეო ოპერაციები მიმდინარეობს, გამოყოფილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც  რეგიონში შემსვლელ სატრანსპორტო საშუალებებს აღრიცხავს”

სვანეთში ამ მომენტისთვის გვაქვს ინტენსიური სეზონი მერქნული რესურსების დამზადების, შესაბამისად, ამ პროცესის ორგანიზება მოხდა , – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მესტიაში კარანტინია გამოცხადებული, რეგიონიდან მერქნული რესურსის დატვირთვა და გამოტანა უპრობლემოდ ხორციელდება.

„როგორც წესი, საკარანტინე შეზღუდვები მოსახლეობისთვის ადგილზე წარმოებული პროდუქტის რეალიზაციის კუთხით პრობლემებს იწვევდა ხოლმე. გვესმის, რომ ქვემო ქართლში სასოფლო-სამეურნო პროდუქტის რეალიზაციის კუთხით ძლაიან დიდი აქტივობა იყო. სვანეთში არ არის ასეთი აქტივობა, სვანეთის რეგიონში გარედან ხდება სურსათის პროდუქტების შეტანა. თუმცა, იქ წარმოებაა და ამ მომენტისთვის გვაქვს ინტენსიური სეზონი მერქნული რესურსების დამზადების, ანუ ძირითადი სატყეო ოპერაციები მიმდინარეობს ზემო სვანეთში, ეს არის ზუსტად ის რეგიონი, რომელიც დღეს არის საკარანტინე ზომების ქვეშ. შესაბამისად, მოხდა ამ პროცესის ორგანიზებაც. აქაც არის გამოყოფილი სპეციალური ჯგუფი, რომელიც აღრიცხავს თითოეულ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც შედის რეგიონში, ახდენს მერქნული რესურსის დატვირთვას და რეგიონიდან უპრობლემოდ, შეუფერხებლად გამოტანას. ასევე, ყველა ის ოპერატორი, რომელიც ეროვნული სატყეო სააგენტოს კონტრაქტორია აგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ სეზონი, რომელიც ძალიან მოკლეა და დამოკიდებულია ამინდებზე, წარიმართოს შეფერხების გაერშე“, – განაცხადა დავითაშვილმა.

region
ავტ.: region აგვისტო 12, 2020 12:48