“ვინც ფოტოგრაფის გამართლებას ცდილობთ… ამ ნაძირალა ბავშვებმა ამ დროს უკვე იციან რომ მცხეთაში ჩხუბი მოხდა და შაქარა დაკარგულია !

გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შემდეგ გაგრძელებული წვეულება და ფოტოგრაფის საეჭვო ჩვენება – ჟურნალისტი ელისო კილაძე ფოტოგრაფის ეპიზოდზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ იაკობ ბრეგვაძე იტყუება.

მისი თქმით, ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ გუშინ გამოქვეყნებული ფოტოებითა და სტატუსით გაირკვა, რომ ფოტოგრაფი წავიდა არა დიღომში, როგორც ეს ჩვენებაში თქვა, არამედ თემქაზე, სადაც დილამდე ერთობოდა.

“ვინც ფოტოგრაფის გამართლებას ცდილობთ,იხ.Vakho Sanaia -ს შუაღამის სტატუსი,როგორ იტყუება იაკობ ბრეგვაძე
ტრაგედიის მერე ის წავიდა არა დიღომში,სახლში(როგორც ჩვენებაში წერს),არამედ წავიდა თემქაზე იუბილართან და მის მეგობრებთან ერთად,სადაც ფოტოებიც გადაიღო და დილამდე მოილხინა კიდეც !
ამ ნაძირალა ბავშვებმა ამ დროს უკვე იციან რომ მცხეთაში ჩხუბი მოხდა და შაქარა დაკარგულია !
#დაზარალებული” – წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდი-თბილისის ავტობუსს დაუდგენელმა პირებმა სოფელ ცაიშთან ქვები დაუშინეს
შემდეგი სტატიასანქციები არ შესულა კანონში, იყო ამის მცდელობა, მაგრამ ასე არ მოხდა, ეს არის სიცრუე – დავით ზალკალიანი