ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს დაუდგენელმა პირებმა სოფელ ცაიშთან ქვები დაუშინეს

ავტოსატრანსპორტო გაერთიანება ,, გლობუსის” ავტობუსს, რომელიც ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრაობდა და სადაც მგზავრები ისხდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშთან უცნობმა პირებმა ქვები დაუშინეს და ფანჯრის მინები ჩაუმსხვრიეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტოსატრანსპორტო გაერთიანება “გლობუსის” წარმომადგენელი აცხადებს ,რომ ეს იყო სპეციალურად მოწყობილი პროვოკაცია.
სადგურის მოედანთან, იქ სადაც დაზიანებული ავტობუსი დგას, ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შსს- ინფორმაციით, ავტობუსის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით უწყებამ სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა საქმე,რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი რურუას საქმე დასკვნით ეტაპზეა
შემდეგი სტატია“ვინც ფოტოგრაფის გამართლებას ცდილობთ… ამ ნაძირალა ბავშვებმა ამ დროს უკვე იციან რომ მცხეთაში ჩხუბი მოხდა და შაქარა დაკარგულია !