ანა დოლიძე-ჯანეზაშვილი საბჭოში “ოცნებამ” აირჩია

ანა დოლიძე ნაზი ჯანეზაშვილის მხრიდან კრიტიკას ქართულ ოცნებას უკავშირებს. მისი განცხადებით,ჯანეზაშვილი საბჭოს წევრად 2017 წლის 21 ივნისს პარლამენტმა 108 ხმით აირჩია.

“მისი ჰიპერაქტიურობა არის დაკვეთის ნაწილი.შეგახსენებთ, ნაზი ჯანეზაშვილი როგორ მოხვდა იუსტიციის საბჭოში. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს იმდენად ორკესტრირებული თავდასხმაა ახალ პლატფორმაზე, არა მხოლოდ ჩემზე, რომ იძულებული ვარ, ეს ვთქვა. ნაზი ჯანეზაშვილს მოპოვებული აქვს ქართული ოცნების სრული მხარდაჭერა, როცა ის დაინიშნა იუსტიციის საბჭოში.

2017 წელს მე ირაკლი კობახიძე მეკამათებოდა იმაზე, თუ რა არის პოლიტიკური საქმიანობა, იმიტომ, რომ არ მოსწონდა ჩემი საქმიანობა. სამწუხაროდ, დღეს, ამ კამპანიის სათავეში, რომელშიც მონაწილეობს გვრიტიშვილი, მეთოფშვილი, მიქაუტაძე, როცა ჩვენ დავაფუძნეთ ახალი, იმედისმომცემი ორგანიზაცია, დღეს არის გააქტიურებული ეს ადამიანი”, – განაცხადა დოლიძემ

ანა დოლიძემ, ალეკო ელისაშვილმა და ლევან კობერიძემ პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს. მათ ხელი შესაბამის მემორანდუმს მოაწერეს.

ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობა “ხალხისთვის” 2020 წლის 21 მაისს დააფუძნა. პარალელურად, 2018 წლის ივნისიდან ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება.საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ დოლიძე კანონს არღვევს.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის პროკურატურა საქართველოს მთავრობას პრორუსულს უწოდებს
შემდეგი სტატია„ჩვენი სლოგანი იცით, მეტი ვანო ოპოზიციას” -ირაკლი კობახიძე