გერმანიის პროკურატურა საქართველოს მთავრობას პრორუსულს უწოდებს

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ოფიციალურად წარუდგინა ბრალი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის ფედერალური პროკურატურის ვებგვერდზეა განთავსებული.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადებაში ლაპარაკია მკვლელობის გარემოებებზე, მათ შორის ხანგოშვილის ურთიერთობებზე რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებასთან. განცხადებაში საქართველოს მთავრობა მოხსენიებულია როგორც პრორუსული.

“მკვლელობის შეკვეთის უკან იდგა მსხვერპლის წინააღმდეგობა რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების, ჩეჩნეთისა ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკების, ისევე, როგორც საქართველოს პრორუსული მთავრობის მიმართ”
, — ნათქვამია განცხადებაში.

ზელიმხან ხანგოშვილი, რომელსაც გერმანიის პროკურატურა თორნიკე ქავთარაშვილად მოიხსენიებს, ბერლინში 2019 წლის აგვისტოში მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულს კი რუსული პასპორტი აღმოაჩნდა.

გერმანულმა მხარემ რამდენჯერმე მიმართა რუსეთს გამოძიებაში დახმარების თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ, 4 დეკემბერს გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. მოგვიანებით იგივე ზომები მიიღო მოსკოვმაც.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედების ფაქტზე გორში ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაანა დოლიძე-ჯანეზაშვილი საბჭოში “ოცნებამ” აირჩია