28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო სოფელი მოეწყობა

კახი კალაძემ დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებზეც ისაუბრა. მისივე თქმით, ნაძვის ხის განთავსებასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

„28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გიმასპინძლებთ საახალწლო სოფელში, რომელშიც დამთვალიერებელს დახვდება ახალი ინსტალაციები, დიდი საბავშვო სივრცეები, ზღაპრის გმირები, საბავშვო კონცერტები, დღის ბენდები და საღამოს თემატური კონცერტები, საშობაო ბაზრობა და მოქალაქეებს სხვადასხვა კერძების დაგემოვნებაც შეეძლებათ” – აღნიშნა კახი კალაძემ.

banner
წინა სტატიაში“ჩემი პირველი ვიზიტი ბრიუსელში იქნება” – ზურაბიშვილი ავღანეთში აღარ მიდის
შემდეგი სტატია„ხომ შეიძლება იყოს ზურაბიშვილის კადრი” – ადა მარშანია ადმინისტრაციიდან თანამშრომლების შესაძლო გათავისუფლებაზე