23 წლის ახალგაზრდა რომელიც საქართველო რუსეთის საზღვრის ტერიტორიაზე დააკავეს კვლავ რუსული მხარის ტყვეობაში რჩება

23 წლის ახალგაზრდა კვლავ რუსული მხარის ტყვეობაში რჩება. საქართველო- რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე დაკავებული.

დავით ვარდოშვილის დის, ინფორმაციით, უცნობია, რა პირობებში იმყოფება დაკავებული მამაკაცი. ოჯახს ამ დრომდე სახელმწიფო უწყებებიდან არ დაკავშირებიან და არ იციან , თუ როდის მოხდება დავით ვარდოშვილის გათავისუფლება. მათთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაკავებულის სასამართლო პროცესი უკვე ჩატარდა.

მარიამ ვარდოშვილი ფიქრობს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ვალდებული არიან პრობლემა დროულად მოაგვარონ. ის მზად არის, მისმა ოჯახმა შესაბამისი ჯარიმა გადაიხადოს და ახალგაზრდა სოფელს დაუბრუნდეს. კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია ადგილობრივ ხელისუფლებას.

„10 დღის წინ მოხდა სავარაუდოდ. ესე იძახიან, რომ საზღვარი გადაკვეთა და იმიტომ დააკავეს, მე როგორც ვიცი მესაზღვრეებმა დააკავეს თავიანთ ტერიტორიაზე, მაგრამ დღეს გავიგე რომ ჩვენ ტერიტორიაზე დააკავეს. არ ვიცი რას ჭამს როგორ არის ვერაფერს ვერ ვიტყვი ამის შესახებ“,-აცხადებს მარიამ ვარდოშვილი.

banner
წინა სტატიაში“მაქვს განცდა, რომ ცვლილებებს მესამე მოსმენაზე არანაირი საფრთხე არ დაემუქრება”
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია – თაკო ჩარკვიანი უეგზოტიკურესი ფიგურაა