გიგა ბოკერია – თაკო ჩარკვიანი უეგზოტიკურესი ფიგურაა

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატი უნდა იყოს ისეთი, რომელიც საპროტესტო ელექტორატს შეკრებს.

„დგანან და ელიან, მაგრამ, არა. რომელი კლასიკოსის სიტყვებია არ მახსოვს. რატომ არა? არ არის შეჯერებული, არც განხილულა არც ერთი პარტიის მხრიდან, მათ შორის არც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან და კოალიციის მხრიდან ეს კანდიდატურა არც განხილულა.

მე გითხარით, როგორი კანდიდატურები გვინდა. პირად სიმპატიებზე საერთოდ არაა ლაპარაკი. ქალბატონი ჩარკვიანი უეგზოტიკურესი ფიგურა არის, ამას ვაფასებ, მაგრამ აქ ლაპარაკია სხვა რაღაცაზე, რომ უნდა იყოს ისეთი კანდიდატი, რომელიც შეკრიბავს საპროტესტო ელექტორატს. ანუ, არ იქნება კარგი თუ ცუდი გაგებით კონტროვერსიული, თან რომელიც გამოხატავს მრავალფეროვნებას და ვწუხვარ, რომ ქალბატონი თაკო არ განიხილება“,- განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში23 წლის ახალგაზრდა რომელიც საქართველო რუსეთის საზღვრის ტერიტორიაზე დააკავეს კვლავ რუსული მხარის ტყვეობაში რჩება
შემდეგი სტატიაფოტოკონკურსი – „საერთო ტრადიციებით, საერთო მომავლისკენ“