ავტომობილი საოჯახო მედიცინის ცენტრის შენობაში შევარდა

ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, დავით აღმაშენებლის მოედანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “მერსედესის” მარკის ავტომობილი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის შენობაში შევარდა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა, რომელიც ავტომობილს მართავდა.

ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები იმყოფებოდნენ. თვითმხილველთა განმარტებით , ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი თამარ მეფის ქუჩაზე საპირისპირო მიმართულებით, მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, პოლიციამ კი მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე – მცხეთასთან დაკავშირებით სახელმწიფო ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს
შემდეგი სტატიაახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე ომალოს კოშკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა