უკრაინისთვის 800 მლნ აშშ დოლარი

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2023 წლისთვის თავდაცვის რეკორდულ ბიუჯეტს მოაწერა ხელი, რომელიც უკრაინისთვის 800 მლნ აშშ დოლარს ითვალისწინებს.
განცხადებაში წერია, რომ 2023 წლისთვის აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი 858 მლრდ აშშ დოლარს ითვალისწინებს და მასში უკრაინისთვის განკუთვნილი სახსრები და სამხედრო დახმარებაა გათვალისწინებული.
“თავდაცვის ბიუჯეტში 45 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ჩადეს, ვიდრე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავდაპირველად სთავაზობდა. ბიუჯეტი ითვალისწინებს ამერიკელი სამხედროებისთვის ანაზღაურების გაზრდას, იარაღის შესყიდვების დაფინანსებას, ტაივანის დახმარებას, რომელსაც ჩინეთი ემუქრება, და 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად” – წერია თეთრი სახლის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნება მნიშვნელოვანი ჰუმანური და პოლიტიკური საკითხია და დიდ გავლენას მოახდენს ქვეყნის მომავალზე” | EECMD
შემდეგი სტატია“ივანიშვილი, შესაძლოა, მძიმე მეტალებით მოწამლონ” – სევდია უგრეხელიძის სკანდალური ინტერვიუ