„2008 წელს ჩეჩენი მეამბოხეები მზად იყვნენ საქართველოს მხარეს ებრძოლათ“ – ზაალ კასრელიშვილი

კავკასიის ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე, ზაალ კასრელიშვილი დარწმუნებულია, რომ ძალიან მალე ჩრდილოეთ კავკასიაში გამათავისუფლებელი მოძრაობა დაიწყება. მისი აზრით, “კადიროველები” წინააღმდეგობას ვერ, ან არ გაუწევენ უკრაინის ომში გამოწრთობილ, ოკუპანტებთან ნაბრძოლ, ჩეჩენ მეომრებს, რომლებიც აგვისტოს ომში მზად იყვნენ ქართველებთან ერთად ებრძოლათ რუსების წინააღმდეგ. რატომ ვერ დაგვეხმარნენ ამ ომში ჩეჩნები, ამის შესახებ ზაალ კასრელიშვილი „თაიმერთან“ საუბარობს

– როდესაც უკრაინაში ოკუპანტების მხარეს მებრძოლ ჩრდილოკავკასიელებზე საუბრობენ, რატომღაც, მხოლოდ ჩეჩნებს ახსენებენ. მინდა იცოდეთ, რომ უკრაინის მხარეს დაღესტანელებიც იბრძვნ და ჩერქეზებიც, ასევე, აზერბაიჯანელებიც. ამ შემთხვევაში, ერთეულ მეომრებზე არაა საუბარი, ბევრნი არიან. რაც შეეხება ჩეჩნებს, ისინი 2014 წლიდან იბრძვიან უკრაინის მხარეს.

არ ვიცი იცის თუ არა „თაიმერის“ მკითხველმა ეს ისტორია და ამიტომ, მოვყვები: 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომამდე ცხინვალში, ჩეჩნები მზად იყვნენ საქართველოში შემოსულიყვნენ და ებრძოლათ ჩვენს გვერდით. ხოლო თავად ჩეჩნეთში, სადაც რამდენიმე დაჯგუფება ტყეებში იყო გასული, მზად იყვნენ საქართველოსკენ მომავალო რუსული ტექნიკისთვის “დაერტყათ”. მზად იყვნენ, მაგრამ აღარ იცოდნენ, ამ “დარტყმის” შემდეგ, რა უნდა ეკეთებინათ. მათ მაშინ მოისთხოვეს კავშირი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, რომ ბრძოლები კოორდინირებული ყოფილიყო. კავშირი არ შედგა.

– მოდით დავაკონკრეტოთ, რომელ ჩეჩნებზეა საუბარი “კადიროველებზე”, რომელბიც ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდნენ, თუ ამბოხებულ ჩეჩენ მებრძოლებზე?

– ჯოხარ დუდაევის მომხრეებს ვგულისხმობ, რომლებიც ტყეში იყვნენ გასული და ებრძოდნენ რუსებს და კადიროვის ძალებს. მათი სტრატეგიული გათლა აბსოლუტურად სწორი იყო. თუ ისინი ქართველებთან ერთად იერიშს მიიტანდნენ რუსებზე, ჰქონდათ შანსი, რომ კადიროვი და მის დაქვემდებარებაში მყოფი დაჯგუფებები სრულად გაენადგურებინათ.

სამწუხაროდ, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს შანსი ვერ გამოიყენა და ომის დაწყებიდან მესამე დღეს ბრძოლის ველიდან გაიქცა. ერთი კვირა, რომ მაინც გაეძლოთ ბრძოის ვერლზეშესაძლოა, სხვა სურათი მიგვეღო. ვხედავთ ჩვენ უკრაინის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომ ომის პირველივე დღიდან წინა ხაზზე არიან და მათი წარმატების მთავარი მიზეზიც ეს არის.

– მთელი მსოფლიო, რომ გეხმარება მაშინ უფრო იოლია ბრძოლის ველზე დარჩენა რუსეთის პირისპირ. თან, არაა საქართველო უკრაინასავით დიდი ქვეყანა. 2008 წელს ამის მეასედი სიტყვიერი მხარდაჭერაც კი არ გვქონია, რაც ახლა უკარინას აქვს. 1992-1993 წლების ომში უკრაინის გარდა ჩვენთვის მხარი არავის დაუჭერია.

– 1992-93 წლებში მართლაც მარტონი ვიყავით, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო. 1991 წელს რუსეთმა პირდაპირ გამოუცხადა ომი საქართველოს დამოუკიდებლობას ქართველების ხელით. 1991 წლის 22 დეკემბრიდან 1992 წლის 2 იანვრამდე რუსების მიერ შიარაღებული პუტჩისტები ვერ მოერივნენ კანონიერ ხელისუფლებას. 1992 წლის 2 იანვარს თბილისში განლაგებული საბჭოთა კავშირის სამხედრო ნაწილებიდან ღიად გამოიტანეს იარაღი და გამოიყვანეს ტანკები.  საქართველო მაშინ, მართლა მარტო იყო და ეს ამბავი ამიტომაც გავიხსენე.

უკრაინის ასეთი დიდი მხარდაჭერა განაპირობა სამმა მნიშვნელოვანმა ფაქტორმა: 1994 წელს მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ უკრაინა აღარ იქნებოდა ბირთვული სახელმწიფო. მისი სახელმწიფოებრიობის გარანტები გახდნენ ამერიკა და დიდი ბრიტანეთი. ახლა ისინი ბოლომდე იბრძოლებენ. ახლა ლონდონი და ვაშინგტონი თვლიან, რომ რუსეთმა უკრაინას კი არ დაარტყა, არამედ, მათ სილა გააწნა. მეორე ფაქტორი არის სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობის ერთიანობა და ფრონტის წინა ხაზზე ყოფნა. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი კი უკრაინელების გაუტეხელობა. ისინი მზად არიან სამშობლო დაიცვან! უკრაინელი სამხედროები არაჩვეულებრივ ოპერაციებს ატარებენ: ხერსონში რუსებს ისეთპირობები შეუქმნეს, რომ ერთი გასროლის გარეშ გააძევეს ოკუპირებული ქალაქიდან. ეს არის სტრატეგია. აბა 21-ე საუკუნეში ტყვია-წამალს ვინღა ისვრის უაზროდ და ვინ ხოცავს ხალხს.

– რუსები აკეთებენ ამას. არც საკუთარს ინდობენ და არც სხვას!

– ამის ხარჯზე მოიგეს მეორე ომი ჩეჩნეთში. რუსებმა ჩეჩნეთში პირველი ომი წააგეს.

– პირველ ომში ორ საათში აპირებდნენ გროზნოს აღებას და მიზანს, მხოლოდ რამდენიმე თვეში მიაღწიეს…

– ისიც მას შემდეგ აიღეს, რაც ქიმიური იარაღი გამოიყენეს. მანამდე არტილერიით და ავიაციით დაბომბეს ქალაქი. ერთ ჩეჩენზე ათი რუსი სამხედრო მოდიოდა. იმდენი ძალები გადაისროლეს გროზნოში… მარტო ჯარზე არ ყო ეს რაოდენობა გათვლილი, მთელ მოსახლეობაზე გათვალეს. დუდაევს სულ 3 500 მებრძოლი ჰყავდა.

დღეს უკრაინაში 4 ჩეჩნური ბატალიონი იბრძვის. ქრთველი მებრძოლებისგან განსხვავებით, ჩეჩნები თავს ნაკლებად იპიარებენ, ამიტომაც, მსხვერპლი შდარებით ნაკლები აქვთ. თუმცა, ჩვენს მებრძოლებზე კარგის მეტი არაფერი არ მესმის. ყველა აქებს მათ. მეორე საკითხია ზოგიერთი მეომრის პოლიტიკური ხედვა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ის ოკუპანტის წინააღმდეგ იბრძვის.

– ქართველ მებრძოლებზე საქართველოში უფრო ხშირად ამბობენ აუგს. არაერთხელ მოგვისმენია სვის ომში იბრძვიან, დაქირავებულები არიან და ა.შ.

– რაც საქართველო არსებობს, იმ დღიდან არსებობს “მამლუქების” თემა. ქართველი “მამლუქები” იყვნენ ყველგან, იბრძოდნენ ჩეჩნეთში. სამწუხაროდ, საქართველო ჩეჩნეთის ომის ქართველ გმირებს არ იცნობს. სამაგიეროდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველო “მამლუქების” წარმატების შესახებ ყველამ იცის. ძალიან მადლიერია უკრაინა მათი.

– ისევე, როგორც საქართველოა მადლიერი უკრაინეი მებრძოლების, რომლებიც აფხაზეთში საქართველოსთვის იბრძოდნენ და რამდენიმე დაიღუპა კიდევაც…

– უნა უნოსო იყო ჩამოსული ჩვენს მხარეზე საბრძოლველად. უნა უნოსოს ხელმძღვანელი გახლდათ ხმარა. ის ჩვენი მერაბ კოსტავას მსგავსად, გასამართლებული იყო პოლიტიკურზე. აფხაზეთის ომის შემდეგ, მოკლეს ხმარა. მოკლეს კიდევ ერთი მეთაური, რომელიც ჩეჩნეთში უკრაინულ ბატალიონს მეთაურობდა. რუსები უკვე იქიდან ემზადებოდნენ უკრაინაში შეჭრისთვის. დღეს, უკრაინაში მიმდინარე ომს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შედეგი, რომლითაც ეს ომი დასრულდება ბევრ რამეს გადაწყვეტს.

– არის მოლოდინი, რომ ამ ომის დასრულების შემდეგრუსეთი დაიშლება. ვარაუდობენ იმასაც, რომ რუსეთს პირველი ჩეჩნეთი გამოეყოფა. თქვენ რა მოლოდინები გაქვთ ამასთან დაკავშირებით? უკრაინაში მებრძოლი ჩეჩნები კადიროვს დაემუქრნენ, რომ ჩეჩნეთში მიწისქვეშა მოძრაობა მალე დაიწყება.

– ეს მოძრაობა უკვე დაწყბეულია. მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესები მთელ ჩრდილოეთ კავკასიაშია დაწყებული. კავკასიის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მორალური ავტორიტეტები, უკვე ღიად არიან ჩართულნი პროცესში, რომელსაც რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომი პერიოდი ჰქვია.  ჩეჩნეთის დამოუკიდებლობას რაც შეეხება, დღეს ჩეჩნეთს ჰყავს დევნილობაში მყოფი კანონიერი ხელისუფლება და არმია, რომელიც ჩამოყალიბდა საერთაშორისო თანამეგობრობის თვალწინ ნატოს სტანდარტებით.

– მათთან კადიროვის ტიკ-ტოკერებს ბრძოლა ძალიან გაუჭირდებათ…

– ერთადერთი მოტივი, რაც კადიროვს რუსეთთან აკავშირებს, ეს არის ფული, რომელიც მას აუცილებლად შეუწყდება. რუსეთი, რომ დასუსტდება და ფული აღარ ექნება, ეჭვი მეპარება, რომ კადიროველებმა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაუმართონ კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ახლა, მთავარია სიმძიმის ცენტრი გადაიხაროს მოსკოვიდან სხვა პოლიტიკურ ლიდერებზე რუსეთში. ეს დაიწყება აპრილ-მაისიდან, როდესაც რუსეთი, კიდევ ერთ, კრახს განიცდის უკრაინაში. შემდეგ, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა დადგება არჩვანის წინაშე: ან, უნდა გამოიყენოს ბირთვულ-ტაქტიკური იარაღი, ან უნდა გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან. ამ მოტივით დაიწყება დაპირისპირება კრემლში, რასაც კავკასიაში გამათავისუფლებელი მოძრაობის დაწყება მოჰყვება.

“თაიმერი”

banner
წინა სტატიაშიროგორ გამოიყურება ,,აზოვსტალი” ახლა (video)
შემდეგი სტატიასოლედართან რუსული СУ-25 ჩამოაგდეს