კახა კუჭავა – უკეთესი იქნება, გარემოს დაცვის სამინისტრო ცალკე იყოს გამოყოფილი კახა კუჭავა – უკეთესი იქნება, გარემოს დაცვის სამინისტრო ცალკე იყოს გამოყოფილი

6 თვის წინაც ეს პოზიცია დავაფიქსირეთ და დღესაც ვთვლით, რომ უკეთესი იქნება, გარემოს დაცვის სამინისტრო ცალკე იყოს გამოყოფილი, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

თუმცა, დეპუტატის თქმით, ის დაელოდება ახალი პრემიერ-მინისტრის ხედვას ამ საკითხთან დაკავშირებით და ამის შემდეგ დააფიქსირებს კომიტეტი თავის პოზიციას.

„დაველოდებით, სტრუქტურული ცვლილებების და ხედვის ოფიციალურად წარმოდგენას ახალი პრემიერ-მინისტრის მიერ. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციებს. ჩვენი კომიტეტი, როგორც ადრე ვამბობდით, იგივე აზრზე ვართ დღეს – ვთვლით, რომ გარემოს დაცვის საკითხები არათუ დაკნინებული არ უნდა იყოს, უფრო პრიორიტეტული უნდა გახდეს. თუ რა ფორმით მოხდება ეს ახალი სტრუქტურის ფარგლებში, ვნახავთ და შესაბამისად გავაკეთებთ კომენტარებს. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, რომ გარემო დაცვის საკითხები იყოს პრიორიტეტად აღიარებული ქვეყანაში და სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში იქნება ეს ასახული თუ სხვა ნაბიჯებით, გარემოს დაცვის საკითხებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

banner
წინა სტატიაშიაქციამ ოზურგეთის საკრებულოში გადაინაცვლა – თავმჯდომარის კაბინეტთან სამი დეპუტატი შიმშილობს
შემდეგი სტატიამხოლოდ სამართლებრივია მიზეზი, რის გამოც ჩვენ სამ-ოთხ კვირიან ინტერვალში მთავრობისათვის ორჯერ გვიწევს ნდობის გამოცხადება