ილია მეორემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

news
ავტ.: news აპრილი 9, 2015 15:43

ილია მეორემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ილია მეორე თბილისში პარლამენტის წინ მდებარე 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა.

სხვა სტატიები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ილია მეორე თბილისში პარლამენტის წინ მდებარე 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ადგილზე სანთელი დაანთო.
1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას, თბილისში რუსთაველის გამზირზე მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქცია დაარბიეს. დაიღუპა 21 უდანაშაულო ადამიანი, უმეტესობა ქალები, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეები.

news
ავტ.: news აპრილი 9, 2015 15:43