17 წლის ბიჭის სკანდალური აღიარება – თვითმკვლელობის მცდელობა ინტერნეტ თამაშის გამო

მოზარდი, რომელმაც გასულ წელს თვითმკვლელობა სცადა ადასტურებს რომ სახიფათო ინტერნეტ თამაშით იყო დაკავებული. არასრულწლოვანი აჭარის ტელევიზიას უყვება რომ მეგობრებთან ერთად თამაშის შესახებ მედიის საშუალებით შეიტყო და ამის შემდეგ დაიწყო ინფორმაციის მოძიება. ამასთან აღნიშნავს, რომ თვითმკვლელობის მცდელობა მხოლოდ თამაშს არ უკავშირდება. „აზარტულად ვიყავი განწყობილი. ჩემი თავის გამოცდა მინდოდა, რა შემეძლო და რა – არა. საშიში თამაშები მიზიდავდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც პოლიციაში მქონდა საქმე, ერთი წლის წინ, მის მერე აღარ შევხებივარ. ჩემს თანატოლებს იმას ვეტყვი, რომ ამას თუ მართლა თამაშობენ, თავი დაანებობ“, – აცხადებს არასრულწლოვანი. ხელვაჩაურში 17 წლის მოზარდმა ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება გასული წლის ბოლოს მიიყენა. ახლობლები მომხდარს ინტერნეტთამაშს უკავშირებდნენ.

სანადირო თოფით მიყენებული მრავლობითი დაზიანებების ფონზე, არაერთი ოპერაციის შემდეგ, მოზარდის გადარჩენა ექიმებმა მოახერხეს. მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ არასრულწლოვანს ახლა 60 ათასი ლარი ესაჭიროება დამატებითი ოპერაციისთვის. სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ რომ ბოლო პერიოდში დაახლოებით 5 მსგავსი შემთხვევა დააფიქსირეს, მიუხედავად ამისა შინაგან საქმეთა სამინისტროში თამაშის საქართველოში გავრცელებას დღემდე არ ადასტურებენ. სამართალდამცველები გამოძიებას განაგრძობენ.

წყარო – “აჭარის ტელევიზია” – “მთვარაი”

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის დღის წესრიგში არ დგას საქართველოსთან მიმართებაში შეჩერების მექანიზმის ამოქმედება – ზალკანიანი
შემდეგი სტატიარეიდები ოკუპირებულ ახალგორში – ყველა ქართულნომრიან მანქანას ჩხრეკა ჩაუტარდა