ევროკავშირის დღის წესრიგში არ დგას საქართველოსთან მიმართებაში შეჩერების მექანიზმის ამოქმედება – ზალკანიანი

ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ დღის წესრიგში ამჟამად არ დგას საქართველოსთან მიმართებაში შეჩერების მექანიზმის ამოქმედება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დღეს, ბრიუსელში დაგეგმილ ევროკავშირის წევრი ქვეყნების შს მინისტრების შეხვედრაზე, გერმანიის მხრიდან უვიზო რეჟიმის დამრღვევი საქართველოს მოქალაქეების საკითხის შესაძლო დაყენებას.

როგორც ზალკალიანმა განმარტა, გერმანელ პარტნიორებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გერმანიის მხრიდან საქართველო განიხილება, როგორც უსაფრთხო ქვეყანა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა ყველა პრევენციული ღონისძიება და დღის წესრიგში არ დგას საქართველოსთან მიმართებაში შეჩერების მექანიზმის ამოქმედება.

„მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ევროკავშირის დღის წესრიგში არ დგას საქართველოსთან მიმართებაში შეჩერების მექანიზმის ამოქმედება. ჩვენთვის გასაგებია ის წუხილი, რომელიც ცალკეულ პარტნიორებს აქვთ და ამ წუხილის გამოხმაურება იყო სწორედ ჩვენი ქმედებები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა კომერციული მექანიზმების ამოქმედებასთან დაკაშირებით. ასევე გუშინდელი შეხვედრა, რომელიც გერმანელ პარტნიორებთან გვქონდა, იყო ძალიან ნაყოფიერი და პროდუქტიული, ყველა ზომები იყო განხილული. შეხვედრის შემდეგ ჩვენმა გერმანელმა პარტნიორებმა განაცხადეს, რომ მათი მხრიდან საქართველო განიხილება როგორც უსაფრთხო ქვეყანა და ასევე ის, რომ მნიშვნელოვნად შემცირდება გერმანიის მხრიდან ის ვადები, რომელიც არის დაკავშირებული თავშესაფრის საძიებლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ისტორიულად ყოველთვის დაფასებული იყო ქალის როლი საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებაში
შემდეგი სტატია17 წლის ბიჭის სკანდალური აღიარება – თვითმკვლელობის მცდელობა ინტერნეტ თამაშის გამო