17 წლის ამერიკელმა აღიარა, რომ მას რომის პაპის მოკვლა სურდა

აშშ-ს 17 წლის მოქალაქემ სენტოს კოლონმა აღიარა, რომ ის რომის პაპზე თავდასხმას გეგმავდა – ამერიკის იუსტიციის სამინისტროს საიტზე გამოქვეყნდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ლინდენუორლდში მცხოვრები ამერიკელი თავისი გეგმის განხორციელებას 2015 წელში გეგმავდა, როცა პაპი ვიზიტით ფილადელფიაში იმყოფებოდა. მოზარდი ასაფეთქებელი ნივთიერების ყიდვას აპირებდა ბომბის დასამზადებლად. იმავე წელს კოლონი ფედერალურმა აგენტებმა დააკავეს. აშშ-ს კანონებით მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და 250 ათასი ჯარიმის გადახდა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა ხელფასის ნაწილი ეროვნულ პარკს გადაურიცხა
შემდეგი სტატია“ქართული ლეგიონი” მზად არის დონბასის დასაბრუნებლად