მთვრალმა გიდმა ტურისტები ალპებში მიატოვა

გიდმა 60 უნგრელი ტურისტი ალპებში მიატოვა – The Independent-ი წერს. ამის შემდეგ, ერთ-ერთი ტურისტი სამაშველო სამსახურს დაუკავშირდა. მან განაცხადა, რომ მარშრუტის დასაწყისიდან გიდმა დალევა დაიწყო. მაშველებმა ტურისტები მთებიდან მშვიდობიანად ჩამოიყვანეს. აღმოჩნდა, რომ მთვრალი გიდი დამოუკიდებლად ჩავიდა ბარში.
მან უარი განაცხადა აეხსნა მომხდარი ინციდენტი, თუმცა, ირწმუნებოდა, რომ არ იყო მთვრალი და სპირტიანი სასმელი არ დაულევია.
სამართალდამცველები ამბობენ, რომ მამაკაცის ალკოტესტზე იძულება კანონით არ შეუძლიათ, რადგანაც, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

banner
წინა სტატიაშიოთარ კახიძე კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი იარაღის გაყიდვის შეზღუდვის წინადადებით გამოდის