1$ – 2.3816 ლარია – ეროვნული ვალუტა მყარდება

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4161 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.

ბოლო 10 დღის განმავლობაში ეროვნული ვალუტა რამდენიმე თეთრით გამყარდა.

რამდენიმე წუთის წინ ეროვნულმა ბანკმა ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა.

ხვალიდან ერთი ამერიკული დოლარი 2.3816 ლარი იქნება. ერთი ევროს ღირებულება კი 2.6736 ლარი იქნება, აღნიშნული ინფორმაციით კი ევრო ლართან მიმართებაში გაუფასურდა.

ბოლო სამი დღის განმავლობაში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით ერთი ამერიკული დოლარი 2.3854 ლარი ღირდა.

ლარის გამყარება სავალუტო რეზერვიდან 27 მილიონამდე დოლარის გაყიდვამ განაპირობა.

banner
წინა სტატიაშისამხედრო ძალების რაოდენობა 37 000 სამხედრო მოსამსახურით იქნება განსაზღვრული
შემდეგი სტატია“ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ზედამხედველობის გარეშე ფართოდ არ იქნას გამოყენებული ანტიბიოტიკები”