​სალომე ზურაბიშვილმა და ემანუელ მაკრონმა თანამშრომლობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი

საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა თანამშრომლობის დეკლარაციას “ქართულ-ფრანგული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის“ დაფუძნების შესახებ მოაწერეს ხელი, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებასა და გაღრმავებას პოლიტიკური და საპარლამენტო, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობის და ეკონომიკის, ასევე, კულტურის და განათლების სფეროებში;

“2019 წლის 19 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პარიზში გამართული შეხვედრის ფარგლებში;

ითვალისწინებენ რა 1994 წლის 21 იანვარს, პარიზში ხელმოწერილი „საქართველოს რესპუბლიკასა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების, მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფუნდამენტურ პრინციპებს;

იღებენ რა მხედველობაში საქართველოსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შემდეგ ორმხრივი თანამშრომლობის შთამბეჭდავ დინამიკას;

ხაზს უსვამენ რა საქართველოსა და საფრანგეთს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას;

აცხადებენ „ქართულ-ფრანგული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის“ დაფუძნებას, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებასა და გაღრმავებას პოლიტიკური და საპარლამენტო; თავდაცვისა და უსაფრთხოების; ვაჭრობის და ეკონომიკის; ასევე, კულტურის და განათლების სფეროებში;

აღნიშნული დიალოგის თანათავმჯდომარეები იქნებიან საქართველოსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები;

დიალოგი ჩატარდება წელიწადში ერთხელ, როტაციის პრინციპით, თბილისსა და პარიზში;

ხელმოწერილია პარიზში, 2019 წლის 19 თებერვალს, ორ ეგზემპლარად, ქართულ და ფრანგულ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია“, – აღნიშნულია თანამშრომლობის დეკლარაციაში

banner
წინა სტატიაშიდღეს ღამე წლის ყველაზე დიდი სუპერმთვარეობაა
შემდეგი სტატიათბილისში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს