თბილისში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს

თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს. ადგილობრივებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.

თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილ მამაკაცს 1 ტყვია აქვს თავში მოხვედრილი, მათი თქმით, მამაკაცი დაახლოებით 30-40 წლისაა.

ვერცხლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავების მობილიზებაა და საკმაოდ დიდი ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული, ადგილზე მუშაობენ კრიმინალისტები, უახლოეს წუთებში ცხედარს ექსპერტიზაზე გადაასვენებენ.

ადგილობრივების განცხადებით, ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცს ავტომობილიდან ესროლეს.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

 

banner
წინა სტატიაში​სალომე ზურაბიშვილმა და ემანუელ მაკრონმა თანამშრომლობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი
შემდეგი სტატიარომან კაკულია – „თიბისი ბანკის“ საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, დარწმუნებული ვარ, პარლამენტში მოსმენა გაიმართება