ჯონ ტეფტისა და ვიქტორია ნულანდის მოსკოვური სელფი

კვირას, 17 მაისს მოსკოვში ჩასულ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვიქტორია ნულანდს რუსეთში აშშ-ს ელჩმა ჯონ ტეფტმა უმასპინძლა…

რუსეთის ხელისუფლებასთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ელჩმა ვიქტორია ნულანდს მოსკოვი დაათვალიერებინა და რუსული სამზარეულო გაასინჯა… კერძოდ კი, ტეფტმა მისი საყვარელი კერძი, პელმენი არაჟნით დააგემოვნებინა ვიქტორია ნულანდს. ამ მოვლენის აღსანიშნავად მათ ფოტოც კი გადაიღეს, რომელიც დღესვე სოციალურ ქსელში აშშ-ს საელჩოს პრესმდივანმა ვილ სტივენსმა გამოაქვეყნა.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშირა ელოდება ცარნაევს სასიკვდილო განაჩენის შემდეგ?
შემდეგი სტატიაუკრაინაში დაკავებული რუსი ოფიცრების ვინაობა დადგენილია