რა ელოდება ცარნაევს სასიკვდილო განაჩენის შემდეგ?

ცარნაევიპარასკევს ჯოჰარ ცარნაევს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა იმ შვიდმა ქალმა და ხუთმა მამაკაცმა, რომლებმაც მას ბრალი წაუყენეს მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაში.
ცარნაევის პროცესი, რომელსაც ივნისში შეუსრულდება 22 წელი, იანვარში დაიწყო. ფედერალური მოსამართლე ჯორჯ ო’ტული ვალდებულია ის გადაწყვეტილება მიიღოს, რაც უკვე მიიღო ჟიურიმ, მაგრამ ამის მიუხედავად, ოფიციალური განაჩენი რამდენიმე თვის შემდეგ გახდება ცნობილი. ზუსტად როდის, არ კონკრეტდება, მაგრამ სავარაუდოდ, არა აგვისტომდე ადრე. ო’ტულს თარიღი არ დაუნიშნავს.
ჟიურის 20 წუთიანი ვერდიქტის კითხვისას დარბაზში სრული სიჩუმე იდგა. ცარნაევი გადაწყვეტილებას გაქვავებული სახით უსმენდა და სასამართლოს წარმომადგენლის მიერ სათადარიგო კარით იქნა გაყვანილი. ჟიურის რამდენიმე წევრმა ცრემლი მოიწმინდა, რამდენიმე მათგანი შავებშიც იყო ჩაცმული.
ჟიური საერთო ჯამში განაჩენზე 14 საათი მსჯელობდა. ადვოკატები გაოცებული იყვნენ გადაწყვეტილების სწრაფად მიღების გამო. უკანასკნელი 3 დღე ჟიური 12 დამამაძიმებელ და 21 შემამსუბუქებელ გარემოებას განიხილავდა.
ცარნაევს, სავარაუდოდ ფორტ-დევენსის ციხეში ამყოფებენ ისევ, შემდეგ კი ტერრი-ჰოტში გააგზავნიან, ინდიანას შტატში, ის ერთადერთი ფედერალური ციხეა, სადაც სიკვდილით დასჯის პროცედურებს ატარებენ. ცარნაევი მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა იქნება.
საბოლოო განაჩენამდე მხარეები კიდევ ერთხელ გაცვლიან შუამდგომლობებს.
ცარნაევის წინააღმდეგ ბრალდება 30 პუნქტს შეიცავდა. აქედან 17 მათგანი სასჯელის უმაღლეს ზომას გულისხმობდა.
21 წლის ჩეჩენმა 2013 წელს ბოსტონში, მარათონის მსვლელობისას ტერაქტი მოაწყო უფროს ძმასთან ერთად.
ტერაქტს სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ასობით მძიმედ დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიიგი აიძულეს თანხმობა განეცხადებინა–ჩეჩნეთში „საუკუნის ქორწილი“ დაარეგისტრირეს
შემდეგი სტატიაჯონ ტეფტისა და ვიქტორია ნულანდის მოსკოვური სელფი