,, ხშირ შემთხვევაში ადამიანები სხვა კატეგორიით ფასდებიან, ვიდრე ეს “პადოშას” წარმოუდგენია”

ხშირ შემთხვევაში ადამიანები სხვა კატეგორიით ფასდებიან, ვიდრე ეს გია თორთლაძეს – “პადოშას” წარმოუდგენია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლეობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო კანონი, რომელიც ყოფილი სსრკ-ის და საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტების წევრების, რაიონული და საქალაქო კომიტეტების მდივნების, ახალგაზრდული ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტების ბიუროების წარმომადგენლების მიერ სახელმწიფო თანამდებობის დაკავებას კრძალავს.
“სახელმწიფოში მთავარია დაფასდეს ადამიანი, მისი პროფესიონალიზმი და არ იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ ადამიანის ბოთლით გაუპატიურება დაუშვას. ასევე, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ყველა კადრის მიმართ. ბევრი ადამიანი ვიცი კომუნისტური წარსულის გარეშე, რომელიც ნაძირალაა, არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და არაპროფესიონალია. საქართველოში ადამიანები ცოტა სხვა კეტეგორიით უნდა შეფასდნენ. ბრაზაუსკა ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო და ლიტვა სამშვიდობოს გაიყვანა. პოლონეთის პრეზიდენტმა კვაშნევსკიმ პოლონეთი ნატოს რიგებში შეიყვანა და ისიც კომუნისტური, მუშათა პარტიის პირველი მდივანი იყო. ხშირ შემთხვევაში ადამიანები სხვა კატეგორიით ფასდებიან, ვიდრე ეს გია თირთლაძეს – პადოშას წარმოუდგენია”, – აცხადებს გია ვოლსკი.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება “თავისუფლების ქარტიას” ეხება, რომლის ავტორი და ინიციატორი თავის დროზე გია თორთლაძე იყო.

banner
წინა სტატიაში,,მოხდა ის, რისიც 10 წელია მჯერა”- ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია,,ერთი კვირის წინ ვიცოდი დაახლოებით, რომ ხალვაშის სასარგებლოდ მიდის სასამართლო”