ხურვალეთში მოქალაქეები მცოცავ ოკუპაციას დღესაც აპროტესტებენ

aqcia 1 aqcia 2 aqcia 3

გორის “სუხიშვილების უნივერსიტეტის” სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაცია „შენი დემოკრატიისთვის“ წევრები ხურვალეთთან მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებენ.

ხურვალეთში იმ ადგილას, სადაც რუსმა ოკუპანტებმა 5 დღის წინ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი დაამაგრეს, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა საქართველოს დროშა აღმართეს.

დღეს კი მცოცავი ოკუპაციის გასაპროტესტებლად აქციები გრძელდება.

აქციის ქართველ მონაწილეებს ცოტა ხნის წინ ჰოლანდიელებიც შეუერთდნენ, რომლებმაც მცოცავი ოკუპაციის შესახებ შეიტყვეს და გადაწყვიტეს ეს ფაქტი ქართველებთან ერთად გაეპროტესტებინათ.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პარლამენტის მიერ პირველ აგვისტომდე უნდა იქნას არჩეული
შემდეგი სტატია“შესაბამისი სიმწვავით ითქვა, რაც სათქმელი იყო”-ზურაბ აბაშიძე კარასინთან მოლაპარაკებებზე საუბრობს