“შესაბამისი სიმწვავით ითქვა, რაც სათქმელი იყო”-ზურაბ აბაშიძე კარასინთან მოლაპარაკებებზე საუბრობს

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მან კარასინთან შეხვედრსისას ე.წ. საზღვრის გადმოწევის საკითხი მწვავედ დასვა. აბაშიძის თქმით, ეს ფაქტი შესაძლოა, რეგიონში დესტაბილიზაციის საბაბი გახდეს.

“შესაბამისი სიმწვავით ითქვა, რაც სათქმელი იყო, რაც ვნახე, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია, მხედველობაში მაქვს ის ნაბიჯი, რომელმაც გამოიწვია დიდი დაძაბულობა, რაც სახიფათოა, მთელი რეგიონისთვის. რეგიონში ამან შეიძლება ისეთი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, რასაც შემდგომში შესაძლოა, მძიმე შედეგები უნდა მოჰყვეს,”-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიხურვალეთში მოქალაქეები მცოცავ ოკუპაციას დღესაც აპროტესტებენ
შემდეგი სტატიაჰოლანდია უკრაინაში ბოინგის ჩამომგდებად რუს სეპარატისტებს ასახელებს